Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი პროფესორ რევაზ სირაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

კონკურსი პროფესორ რევაზ სირაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის

 

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.განცხადება;

2.CV;

3.აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის მიერ თსუ-ში წინა კალენდარულ სემესტრში სასწავლო კურსებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულს (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით, არანაკლებ 3.5-ისა);

4. სტატია – ძველი ქართული ლიტერატურის სამეცნიერო შესწავლის სფეროში (გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული ნაშრომები);

5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

საბუთების  მიიღება:  2023 წლის  2 თებერვლიდან 10 თებერვლის 17:00 საათამდე,  თსუ I კორპუსის 208 ოთახში. საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე (sopiko.dzneladze@tsu.ge)

დამატებითი ინფორმაცია რევაზ სირაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ იხ. რექტორის ბრძანებაში. https://www.tsu.ge/ka/legal/46216

დამატებით გაცნობებთ, რომ სარემონტო სამუშაოების გამო (9 და 10 თებერვალს) ფაკულტეტის ადმინისტრაცია მუშაობს დისტანციურად და აღნიშნული დოკუმენტების გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე sopiko.dzneladze@tsu.ge